პოლიტიკა
21.10.20 11:00
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრებს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, ამასთან, ბრიტანულ ბიზნესს უკეთ წარმოუჩინოს საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში მხარდაჭერის და ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით” – აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ.
თავის მხრივ, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საერთო კეთილდღეობას.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის შესახებ ჩემი პირველი შეთანხმება, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის რანგში, გავაფორმე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. ვიმედოვნებ, რომ ეს დოკუმენტი საფუძველს ჩაუყრის სამაგალითო თანამშრომლობას, როგორიც დამახასიათებელია თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებისთვის და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს ბიზნესებს შორის საერთო კეთილდღეობის მოტანას“, – თავის მხრივ, განაცხადა რიჩარდ ბერჯმა.
ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და პროფილის კერძო ბრიტანულ და გლობალურ კომპანიებს აერთიანებს და ხელს უწყობს ეკონომიკის ყველა დარგში ბიზნესის განვითარებას.
საელჩოს ძალისხმევის კიდევ ერთი შედეგია ლონდონის პალატის ყოველთვიურ გამოშვებაში „London Business Matters“ ელჩის ვრცელი სტატია საქართველოზე, რომელიც გასულ თვეს პირველად გამოქვეყნდა. სტატიის ანონსი გამოცემის მთავარ ყდაზეც მოხვდა. „London Business Matters“-ის გამოცემას 18 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა შორის სამთავრობო უწყებების, პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები გახლავთ. გაცილებით უფრო დიდია ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მკითხველების რაოდენობა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24