პოლიტიკა
26.10.20 16:00
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
უგულავას თქმით, ამ სოფელში არის წყლის პრობლემა და ადამიანებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, ასევე არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ადგილობრივებს უზღუდავს გადაადგილების საშუალებას.
უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი მძიმე პრობლემებია ოცნების ხელისუფლების სახე, რომელსაც 31 ოქტომბერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
ოცნების მმართველობის მთელი სიმრუდე და უტვინობა ძალიან კარგად ჩანს აქ, სოფელ ალერტკარში. რამდენიმე წლის წინ ააშენეს ავზი, აქ ძალიან დიდი პრობლემაა წყლის, მაგრამ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, ისევე როგორც თვითონ იმ ავზს, არ უნახავს წყალი, რადგან ისე გააკეთეს, რომ წყალი რეალობაში არ არის. დაიხარჯა დიდი ფული, მაგრამ წყალი ისევ არ არის.
ამავე დროს, ნაწილ სოფელში არის მხოლოდ ცენტრალურად გაკეთებული გზა და უდიდესი ნაწილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ოდნავი წვიმის შემთვევაში ადამიანი ვერ გამოვა, სასწრაფოზე საუბარიც კი არ შეიძლება.
ეს ხდება მაშინ, როდესაც მაგალითად ერთი თვის წინ ზუგდიდის ცენტრში, ბულვარის გარშემო, აყარეს ასფალტი და დააგეს ახალი ასფალტი, სუფთა წინასაარჩევნო, სამარიაჟო ტრიუკია, იმიტომ, რომ ძველი ასფალტი გაისადაც იმუშავებდა და იმის მერე პატარა შეკეთებები შეიძლება ყოფილიყო საჭირო. რა საჭირო იყო იმის გაკეთება, როდესაც ამ სოფელში მთელი დარჩენილი გზის მონაკვეთს ამ თანხით გააკეთებდნენ.
ეს არის არასწორი პრიორიტეტები, ეს არის ის, რომ ქვეყანა ერთი კაცის ხუშტურზეა მიმართული და მარტო ისეთი რამეები უნდა გაკეთდეს რაც ჩანს და არა ისეთი, რაც ხალხს სჭირდება. ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, ზუსტად ეს უნდა შეიცვალოს და ალერტკარი არის ამის კლასიკური მაგალითი.“ - განაცხადა უგულავამ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24