პოლიტიკა

არ დავთმობთ გაყალბებას - თბილისის პარალელურად, დღევანდელი აქცია ბათუმშიც 18:00-ზე დაიწყება

09.11.20 16:00


თბილისის პარალელურად, დღეს, 18:00 საათზე, გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ ბათუმშიც. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე ავრცელებს მიმართვას.

 


"ვიკრიბებით 6 საათზე, ვიქნებით ძალიან ბევრნი. არ დავთმობთ გაყალბებას, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მოთხოვნები ყველასთვის გასაგებია, დავდგებით ქუჩაში 24 საათიან რეჟიმში", - ამბობს " ლევან ვარშალომიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გუშინ მოქალაქეებმა მთავრობის სახლის წინ კარავი გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მათი თქმით, არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

ცნობისთვის, ბათუმთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს, 9 ნოემბერს 6 საათზე შეიკრიბებიან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები