პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: შევწყვეტთ პროტესტს თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება

13.11.20 12:40


“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას 3 პირობას უყენებს, ეს არის ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის, კომისიების და პროცედურების კომპლექსური რეფორმა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავის მხრივ, ოპოზიციაც იძლევა პირობას, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ ქუჩის პროტესტს გააჩერებს.

 

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

 

“ეს არის ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის, კომისიების და პროცედურების კომპლექსური რეფორმა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება – სამი მოთხოვნა დგას და მეოთხე საკითხი – ბოიკოტი შემდგარი ფაქტია, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას არავინ.

 

ზუსტად ქუჩის პროტესტისგან გამომდინარე იყო რომ 8 მარტის შეთანხმებაზე წავიდა და ის რომ დღეს დიალოგის ფორმატზე ზის და გვესაუბრება, შემდგარი ფაქტია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები ქუჩის პროტესტის გარეშე არ მიიღება. ვამბობთ, რომ შევწყვეტთ პროტესტს თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები