პოლიტიკა
13.11.20 16:20
ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსაც გადავცეთ ჩვენი გზავნილი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს.
„ესენი იძულებულები გახდნენ წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკების პროცესს მე დადებითად ვაფასებ. „ვარდების რევოლუციის“ დროს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდი მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, ჯორბენაძეს, რეგულარულად ვუყენებდი ჩვენ მოთხოვნებს, მაგრამ ის არაფრის შემსრულებელი არ იყო, ამის პარალელურად ვაძლიერებდი ქუჩიდან ზეწოლას, რომელმაც საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი. კარგია მოლაპარაკებები, ახლა ისინი ცდილობენ, მთავრობამ პროცესის იმიტაცია მოახდინოს, თითქოს რაღაცაზე მოდის, ესაც სისუსტის და იმის გამოვლინებაა, რომ ჩამოშლილები არიან.
უცხოელებმა დაიწყეს ტონის შეცვლა. დაინახეს, რომ არცერთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ არაფრის მომტანია. არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. ამ პირობებში როდესაც კუთხეში არიან მომწყვდეულები და დასუსტებულები. გადამწყვეტია ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსაც გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის, მაშინ, „ვარდების რევოლუციის“ წინ ბეიკერი ჩამოვიდა. მაგრამ, ეს გზავნილი უნდა გადაიცეს არა იმის გამო, რომ სახელმწიფო მდივანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მდივანი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოვა, უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი დღეში, მაგრამ ნამდვილი აფეთქება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს და საქმეს, თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის.
მეგობრებო, მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის რომ ცივა, მესმის, რომ კორონავირუსია. კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინა გამოჩნდა. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
თუ ნორმალური მთავრობა იქნა, რა დღესაც გამოვა ამერიკაში ვაქცინა, იმავე დღეს ან მეორე დღეს საქართველოში იქნება. ხომ იცით ტყუილად არაფერს ვლაპარაკობ.
ახლა გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა უფრო მეტი ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებისთვის. თქვენი იმედი მაქვს ხვალ და შემდგომ დღეებში. ყველა ვიბრძვით ჩვენ გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ვკარგავთ, სიცოცხლესაც, ახალგაზრდობას, მომავალს. არაფერი არ უნდა დავკარგოთ, ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა დაიბრუნოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24