პოლიტიკა

"ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაშიც არჩევნების მოგებაში" - მამუკა მდინარაძე

20.11.20 11:45


ჟურნალისტის კითხვაზე: თუკი მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს იგებს, მაშინ რატომ არ თანხმდებით ხელახალ არჩევენებს რათა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს?! "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ თვეების და შეიძლება წლების მანძილზე დარწმუნებულები იქნებიან არჩევნების მოგებაში და ამის გამო მუდმივად ხელახალ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ.

 


"ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაშიც არჩევნების მოგებაშიც და ანუ სანამ დარწმუნებულები ვიქნებით თქვენ გვთავაზობთ, რომ ხელახალი არჩევნები ვატაროთ?! პოლიტიკური კიზისის განმუხტვის საშუალება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიღაც იგონებს და საზოგაოდებას ატყუებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ დროს არგუმენტი ვერ მოჰყავს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები კარგია, დარღვევები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა, სულ იყო და ამის აღმოფხვრაზე სულ უნდა ვიმუშაოთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მუდმივად საარჩევნო დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში იქნებიან.

 

ცნობისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ხელისულფების ოპონენტები მმართველი გუნდისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები