პოლიტიკა
27.11.20 17:00
სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა.
„ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3023.01.21
-
18:0022.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
17:4022.01.21
-
17:2022.01.21
-
„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს
17:0022.01.21
-
თელავის პროკურატურასან ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
16:4022.01.21
-
16:2022.01.21
-
არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ
16:0022.01.21
-
რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან განახლდება
15:4022.01.21
-
არ არის გამორიცხული, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
15:2022.01.21
-
15:0022.01.21
-
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პლატოს პერიოდში
14:4022.01.21
-
14:2022.01.21
-
14:0022.01.21
-
როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
13:4022.01.21
-
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
13:2022.01.21
-
13:0022.01.21
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21