ეკონომიკა

ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს

16.09.16 14:35


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს, - აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, დღის მეორე ნახევარში უნდა მივიდეს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

მათვე ინფორმაციით, დღესვე დაკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ის ჩვენებას სამართალდამცველებს 17:00 საათზე მისცემს.

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე მოხდება.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, საუბარი შედგა თუმცა განმარტავს, რომ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი დამონტაჟებულია.

პაატა ბურჭულაძე განცხადებით, კი სატელეფონო საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები