პოლიტიკა
17.12.20 13:00
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით,პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს. ამის შესახებ მან დღეს, 17 დეკემბერს განაცხადა.
მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.
აღნიშნული ცვლილების მიღებით, “ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.
როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.
“ეს არ არის პარტიის აკრძალვა. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს.
კონსტიტუციის ოთხი საარჩევნო ცენზია დაწესებული: მოქალაქეობის ცენზი, ნასამართლეობის ცენზი, ასაკობრივი ცენზი და ქმედუნარიანობის ცენზი. თუ საარჩევნო აგიტაციაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში საარჩვევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება”, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნული არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის.
როგორც ის ამბობს, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისკენ აწესებს არ არის საკმარისი იმ “ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად”, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს.
მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად,”წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაძლიერებას”.
მანამდე, 12 დეკემბერს, კობახიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტით, შემდეგ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს პარტიის ლიდერის სახელით კამპანიაში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24