პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა

24.12.20 11:45


პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ერთი ადამიანი მიიღებს, ორი თუ სამი, ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს.

 

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს პარლამენტი ერთი პარტიის იდენტურია და საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად ფრაქციის სხდომები ტარდება.

 

„პარლამენტს ვერც დავარქმევთ, რადგან ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება. მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს პარლამენტი არ არის. პარლამენტი თავისი არსით არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და სხვადასხვა მოსაზრებას. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ჯერჯერობით, პირიც არ უჩანს, რომ ახლოს ვართ იმ მოცემულობასთან, როდესაც იქ ყველა პარტია აღმოჩნდება “, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები