პოლიტიკა

„ელჩების კონფერენცია 2020“ დასრულდა

24.12.20 13:20


საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020", რომელიც ონლაინ მიმდინარეობდა, დასრულდა.

 

დასკვნით სამუშაო სემინარებზე, მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ადგილზე, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

 

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო არენაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის გააქტიურება, ამ თემის დღის წესრიგში მუდმივად მაღალ დონეზე დაყენების და შესაბამისად, საერთაშორისო მოქმედ პირთა მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები