პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია და სამთავრობო კოორდინაციის გაძლიერება

24.12.20 15:20


ჩემი კითხვა ეხება საქართველოს მთავრობის ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის ახალგაზრდობის განახლებულ სტრატეგიასთან მაქსიმალურ დაახლოებას. მითუმეტეს რომ სწორედ ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არის ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაში - ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისსთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

 

„ამ თვალსაზრისით, ხომ არ ფიქრობთ, რომ დგას მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება, მისი იმ ფუნქციის წამოწევა რაც გულისხმობს ახალგაზრდობის პოლიტიკის უწყებათაშორის კოორდინაციასა და მონიტორინგს.

იმისათვის რომ სააგენტომ წარმატებით მოახდინოს ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია სხვადასხვა სექტორებში იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, იუსტიცია თუ ეკონომიკა. საინტერესოა მთავრობის ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის ახალგაზრდობის განახლებულ სტრატეგიასთან მაქსიმალურ დაახლოების პროცესი. სწორედ ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას, განსაკუთრებით კი მისი საკოორდინაციო ფუნქციის, იმისათვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების მაქსიმალური პრიორიტეტიზაცია მოხდეს სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა“,- მიმართა თამარ ტალიაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები