პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

06.01.21 11:45


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას! ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებსა და სტატუსს, მაგრამ ჩვენ ამ კრიზისს გლობალური სოლიდარობით დავამარცხებთ და კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

 

5 იანვარს სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სომხეთის პრტეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არმენ სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები