პოლიტიკა
06.01.21 17:40
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდრეი ბაბიში მისალოც წერილში ხაზს უსვამს ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას მიღებული წარმატება. ხსენებულთან დაკავშირებით მინდა, აღვნიშნო ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებული კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება სამომავლოდ საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში, მათ შორის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.
დიდად ვაფასებ ჩვენს კავშირებს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოსადმი საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვისთვის ამ რთულ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მინდა, ასევე დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, ულევი წარმატება გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო და მომთხოვნ საქმეში. მოუთმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24