პოლიტიკა

"გადაჭრით ვაცხადებ, რომ ჩვენთან გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას, რაც "პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა - კირკიტაძე

07.01.21 11:00


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ გადაჭრით განაცხადა , რომ გამორიცხავს იმ პროცესების განვითარებას, რაც "პატიოტთა ალიანსში" მოხდა.


კირკიტაძის თქმით, პარტიაში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ამ მოცემულობით "გაყალბებული არჩევნებით" პარლამენტში არ შევლენ.

 

"გადაჭრით გეტყვით, გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც "პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა. ჩვენ როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებდით, ბლოკის საბჭოსთან იყო შეხვედრა, პოლიტიკური სუბიექტები იგივე აზრზე არიან, რომ ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ საქართველოს მოქალაქის დაკვეთა“,-განაცხადა კირკიტაძემ.

 

მისი თქმით, პარტიის საარჩევნო სია განხეთქილების საბაბი ვერ იქნება, რადგან ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე.

 

"ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო ბლოკის სახით, სადაც შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, ადამიანები, რომელთა მოსაზრებები დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს. ბუნებრივია, ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე. მეც და ბევრიც ცდილობდნენ უფრო უკეთესს, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს მცდელობა, რაც შეიძლება უფრო პროგრესული, ნათელი წარმოდგენებით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდია, აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არის. თუმცა, ისეთ საკითხზე, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადის წითელი ხაზი, იქ „ნაციონალური მოძრაობამ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთანი და მტკიცეა“,- განაცხადა კირკიტაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

 

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი პოლიტიკური გუნდი იქმნება.

 

"ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ახალი პოლიტიკური გუნდი იქნება. ამის პრეზენტაცია იანვრის ბოლოს იქნება" , - აღნიშნა კირკიტაძემ.

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები