პოლიტიკა

გიგი წერეთელი - არ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე

14.01.21 15:20


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და გრძელდება მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.

 

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

 

„ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, გრძელდება ის ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს.

მისთვის შეიცვლება ის, რომ ნაკლებად ჩაერევა ყოველდღიურად საქმიანობაში, ნაკლებად შეიწუხებს თავს, მაგრამ, ჩემი აზრით, და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ის გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობასა და გუნდის კოორდინაციას, რადგან ის საბჭო, რომელიც დარჩა სწორედ ამაზე მიუთითებს.

ისინი არიან ივანიშვილის მიმართ ძალიან ერთგული ადამიანები და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები