პოლიტიკა
21.01.21 10:15
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ თანათავჯდომარეს ახალ მნიშვნელოვან პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობა და სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალურ წარმომადგენელი ძალისხმევას არ დაიშურებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად.
შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ანიკა სოდერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უკიდურესად რთულ ვითარებაზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში. მან ყურადღება გაამახვილა 18 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავების პროვოკაციულ ფაქტზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა-შეფერხებაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ხაზი გაესვა ასევე დ.ბაშარულის, გ. ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პროაქტიული ძალისხმევისა და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრის ბოლოს ანიკა სოდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ ის პირადად და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობა ძალისხმევას არ დაიშურებენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობისთვის.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0005.03.21
-
17:4005.03.21
-
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება
17:2005.03.21
-
17:0005.03.21
-
16:4005.03.21
-
ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს
16:2005.03.21
-
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
16:0005.03.21
-
გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ
15:4005.03.21
-
თქვენს ადგილზე ასეთი ჰუმანური ვერ ვიქნებოდი, მადლობა გაწეული სამსახურისთვის - წულუკიანი გომელაურს
15:2005.03.21
-
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
15:0005.03.21
-
14:4005.03.21
-
დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია
14:2005.03.21
-
14:0005.03.21
-
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა
13:4005.03.21
-
13:2005.03.21
-
13:0005.03.21
-
თებერვალში FAO-ს ფასების ინფექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა
12:4005.03.21
-
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
12:2005.03.21
-
ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება
12:0005.03.21
-
5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
11:4505.03.21
-
11:3005.03.21
-
11:1505.03.21
-
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
11:0005.03.21
-
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი
10:4505.03.21
-
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:3005.03.21
-
ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
10:1505.03.21
-
არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:0005.03.21
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21
-
15:4004.03.21
-
15:2004.03.21