პოლიტიკა

რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ - სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია - ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე

22.01.21 10:00


„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სამიზნე არის გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება.

 


მისი თქმით, ის, რომ „ზოგადად ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

 

„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ფაქტია, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის.

ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია - სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება“. ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ და რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე“,- თქვა ნინო ბურჯანაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები