პოლიტიკა

კახა კალაძე - გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ

27.01.21 15:00


გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ და ისინი თავიანთ საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, დღეს არის ის მოცემულობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იმისდა მიხედვით, რა მხარდაჭერა მიიღო არჩევნებზე, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

„გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ და ისინი პარლამენტში თავიანთი საქმიანობის, უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებენ იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მათ, კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იმით, თუ რა მხარდაჭერა მიიღო, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, გამიხარდებოდა, თუ ისინი პარლამენტში შევლენ“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, რომელიც „საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული“.

 

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტა. ამ თემაზე პარლამენტი იმსჯელებს, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები