პოლიტიკა

თბილისის საკრებულომ ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლები დაამტკიცა

29.01.21 13:00


თბილისის საკრებულოში გამგებლები დაამტკიცეს. დღევანდელ სხდომაზე თბილისი მერის მიერ წარდგენილი 4 კანდიდატს განიხილეს. ესენია: გლდანის, ვაკის, კრწანისის და დიდუბის გამგებლები. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

 

ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, გლდანს – ლევან ნაროუშვილი, ხოლო დიდუბის რაიონს – ლევან ჯღარკავა.

 

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამგებლობის კანდიდატები ორი დღის წინ წარადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები