პოლიტიკა

„სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა შევინარჩუნოთ“ - გამყრელიძე

29.01.21 13:20


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა დღიურად ინფიცირებული 669 ადამიანი, სერიოზული მაჩვენებელია.


ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის რომ ამ მაჩვენებლის შენარჩუნება მოხდეს ძალიან ფრთხილი ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას.

 

„ზოგადად იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8. 4%.

სტაბილურად მცირდება მონაცემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში მცირდება, რაც რა თქმა უნდა კარგია. 696 რომ შევადარებთ დღიურად 5000 ინფიცირებულს, ეს სერიოზული კლებაა, მაგრამ ეს 699 ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული მაჩვენებელია და ამიტომ ამას შენარჩუნება სჭირდება.

 

შენარჩუნება სჭირდება იმ ძალიან ფრთხილი პოლიტიკითა და ნაბიჯებით, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ ეს შევინარჩუნოთ, რადგან ევროპის მდგომარეობა არ არის მარტივი. პანდემია გრძელდება, სხვადასხვა მუტაციებია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები