პოლიტიკა

ხათუნა გოგორიშვილი: გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა

29.01.21 15:20


„როგორც ჩანს, გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა, რადგან ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ ქართული ოცნება გვყავს ხელისუფლებაში, მუდმივად ვისმენთ სხვადახხვა ვარიაციებს შესაძლო რევოლუციებისა, ხან საბურავებია, ხან გვირაბს თხრის ვიღაცა, მოკლედ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ ხალხი შეაშინონ, მათ ძალიან აწუხებთ ის საპროტესტო მუხტი, რომელიც არის საზოგადოებაში.


ეხლა, ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებით შემოიღეს, გარკვეულ ლუფტსა და პერიოდს აძლევს იმისთვის, რომ ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში და თავისი კონსტიტუციური პროტესტი არ გამოხატონ სრულიად მშვიდობიან და კანონიერ ფორმებში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ ადამიანები ისხნენ სახლში და ეს არის ამ მესიჯის გაგრძელება, რომ ამათ ყველაზე მეტად ეშინიათ ხალხის“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები