პოლიტიკა

„პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა უკვე შევიდა“ - თინა ბოკუჩავა

01.02.21 17:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცვლელია მათი პოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით. 

 


მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ რომ ერთპარტიულ პარლამენტში შევიდნენ.

 

„ჩემი აზრით პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ერთპარტიულ შესულიყო, უკვე შევიდა. ამით ვერანაირად ვერ შეცვალა ერთპარტიულობის მოცემულობა. იმიტომ, რომ ისინი თავად „ქართულ ოცნებაში“ შევიდნენ პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში, მათი ამ გადაწყვეტილებით.

 

სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში თინა ბოკუჩავამ.

 

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური პარტიების სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი პარლამენტში უნდა განიხილონ. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა და კონსულტაცია გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები