პოლიტიკა

სუს-ი: ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია

11.02.21 11:45


სუს-ში გამართულ ბრიფინგზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრეს.



როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა, გავრცელებული ნარატივი იმის შესახებ, რომ უკანონო დაკავებები ბოლო პერიოდში გახშირდა, მცდარია.

 

,,2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებენ. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არცერთი წელი მრავალრიცხვოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. 2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული, 2010 წელს ასევე 80 ადამიანი, 2011 წელს უკანონოდ დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110 ადამიანი დააკავეს უკანონოდ, 2019-2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია”  – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები