პოლიტიკა

ხათუნა გოგორიშვილი: ვალდებულები ვართ, არჩევნების შემდეგ გადავხედოთ პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას

11.02.21 12:40


„ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი, პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს ვალდებულება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადახედოს როგორც პარტიის სტრუქტურულ შემადგენლობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას.

 

გოგორიშვილის ინფორმაციით, პარტიიდან წავსლას არავინ აპირებს, ხოლო მეტი ინფორმაცია საზოგადობას რამდენიმე დღეში ეცოდინება, მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შეიკრიბება.

 

„მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება, „ევროპულ საქართველოს“ წესების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოადგენლობას. პირდაპირ წერია, რომ გამომდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან მოხდება გადახედვა, თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არა. თუმცა, ეს უკავშირდება არა პერსონალიებს, არამედ იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და ლიდერებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ. კონკრეტულად რა და როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები