პოლიტიკა

ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები... დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება - კალაძე მელიაზე

11.02.21 13:40


თბილისის მერი კახი კალაძე ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მელიას მაინც მოუწევს თანხის გადახდა და არ აქვს მნიშვნელობა ეს პირდაპირ მოხდება თუ სხვისი მხრიდან მხრიდან. კალაძე დარწმუნებულია, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, მელიას დაიჭერენ:

 


„მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მოხდება. თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარია" - აცხადებს კალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, უსამართლო სახელმწიფოს პირობებში ის გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები