პოლიტიკა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი გერმანიის ელჩს შეხვდა

11.02.21 14:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრას გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომელი ჯამილა ფიშერი და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი პატრიკ კრონბერგი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელები სტუმრებთან ერთად დაათვალიერა და მათ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გაეცნო.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობის, და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა.

ამასთან, 2020 წლის მიწურულს, სასაზღვრო პოლიციას 21 ათასამდე ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელების კომპლექტები საჩუქრად გადმოეცა. სიმულაციური მოდელები სახმელეთო საზღვრის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ყველა შესაბამის ქვედანაყოფში გადანაწილდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები