პოლიტიკა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

11.02.21 14:20


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი ტორნიკე კიპაროიძე დაიღუპა.

 

საგანგებოს განცხადებით, მეხანძრე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მეხანძრე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

უწყების განცხადებით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა, მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები