პოლიტიკა

„საქართველოსთვის ამ რთულ ვითარებაში აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ - ბოკერია „მხარდაჭერის აქტზე“

11.02.21 15:20


„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას გამოეხმაურა და მას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

 


ბოკერიას თქმით, შტატების მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა აქვს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია და ნება, რომ საქართველოს ინტერესები წინ წაწიოს“, - აცხადებს ბოკერია.

 

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესმენის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

 

ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები