პოლიტიკა

გიორგი გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

11.02.21 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეს წარმოადგენს.

 

„საუბრისას ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს პანდემიის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებს ამ კუთხით იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

 

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები