პოლიტიკა

ოპოზიციის გადაწყვეტილება - პიკეტირება არ მოხდება

02.03.21 17:00


ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარები. მათი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შენობების პიკეტირება არ მოხდება, რადგან ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩასაშლელად დამატებითი საბაბი არ მისცენ.


ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების წევრების დღევანდელმა განცხადებებმა განაპირობა:

 

"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და თავიდანვე გქონდა დაანონსებული, რომ შენობის არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს. ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ ბრალდებები რადიკალიზმზე და ა,შ.

 

ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ" - აღნიშნა უდუმაშვილმა.

 

ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიცია არ აპირებს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის:

 

"ამ ჩარჩოს შეთანხმებაში არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხები: პირველი - პოლიტიკური პატიმრების, ნიკას და გიორგის გათავუსფლება და ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპაში და ესეთი რიტორიკით არ იქნება, რა თქმა უნდა, მარტივი. ასევე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ არ მივცეთ საბაბი გამოიყენოს ხელისუფლებამ და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

 

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა აქციების მოდიფიკაციაზე. მოდიფიკაცია იქნება, ვიმსჯელეთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება, იქნება სხვადასხვა ფორმით, ამაზე ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ კიდევ მსჯელობას" - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები