პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

03.03.21 10:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა დაცული ტერიტორიების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიების გადაიარაღება/გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ლევან დავითაშვილმა ჰუბერტ ქნირშს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხი.

 

როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია; გერმანიის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები