პოლიტიკა

პარლამენტში დღეს თეა ახვლედიანს მოუსმენენ

02.04.21 11:15


დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენს.

 

სხდომაზე აქცენტები გაკეთდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგებსა და რეაგირების მექანიზმებზე. ასევე საუბარი იქნება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები