პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროპარლამენტარების გზავნილებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ

02.04.21 14:00


ევროპარლამენტისა და მისი ინდივიდუალური წევრების სახელით, მე ვერ ვისაუბრებ.

უბრალოდ ვიტყვი, რომ ცხადია, მკაფიო გზავნილები მოდის და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

 

„როდესაც საქმე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას ეხება, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა როლი აკისრიათ. შესაბამისად, ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.

 

რამდენიმე ევროპარლამენტარი, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები