პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

05.04.21 16:40


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალსა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს.

 

იმამურა აკირამ იაპონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

 

იაპონიის ელჩმა გამოყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, დაკავშირებადობის საკითხი და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან მიმოიხილა ევროკავშირთან დაკავშირებადობის კუთხით არსებული შეთანხმება, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის შესრულების პოტენციალი გააჩნია.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ქვეყანამ დასახული რეფორმების კურსი ინკლუზიური და დემოკრატიული პრინციპების დაცვით გააგრძელოს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები