პოლიტიკა

ამ გაუაზრებელი კორონა ჩაკეტვებებით ოცნება არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს, სინამდვილეში კი ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს - ჭიჭინაძე

06.04.21 10:15


ტრიბუნას ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხელისუფლების პრივილეგირებულმა ფენამ ხალხი ბუნკერისთვის გაწირა, თავად კი ცხოვრება მოიწყო. მისი თქმით, ოცნების გუნდისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და პანდემია მათ ჯიბეზე არ ასახულა მაშინ, როცა ქვეყნის სტაბილური ფენა ყოველდღიურად ღატაკდება.


„ამ სრულიად გაუაზრებელი კორონა ჩაკეტვებებით "ოცნების" მთავრობა არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს, სინამდვილეში კი ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებენ!

 

არადა, მაშინ, როდესაც ხალხი ბუნკერებისთვის გაწირეს, თავად „ოცნების“ პრივილეგირებულთა ფენამ საკუთარი ცხოვრება გადასარევად მოიწყო.

 

მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პანდემია არც მათ ჯიბეზე აისახება და არც მაცივარზე, ხალხს კი, მოსახლეობის 95%, ვინც სიღატაკეში იხრჩობა, ეუბნებიან, თავში ქვა გიხლიათ, როგორც გინდათ ისე გადარჩითო.

 

თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებოს საშუალო, სტაბილური ფენა, სადაც ყველა ღატაკდება და ადამიანებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ, ხელისუფლების შენარჩუნება ძალიან ძნელია და ცვლილებები გარდაუვალი.

 

მითუმეტეს, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და ვალებში იძირება.

 

საგარეო ვალები ცალკე იზრდება, ადამიანების ვალები ცალკე, რადგან ბანკები საპროცენტო განაკვეთს თავის ჭკუაზე ზრდიან.

 

შემოსავლები გვიმცირდება, კომუნალურები გვეზრდება, პერსპექტივა - გაუგებარი.

 

და ხელისუფლება! სადაც არ აქვთ ქვვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, სამაგიეროდ აქვთ ძალაუფლება და ყველაზე სწორი გამოსავალი ლოქდაუნი გონიათ და გაუაზრებელი ჩაკეტვები.

 

ასე კი, მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ და თავნ მალე...

 

ამიტომ არის არჩევნები ზუსტად ის მექანიზმი, რაც ბალანსსაც შეცვლის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ჩართულობაც მოხდება და პასუხისმგებლობასაც გადაანაწილებს.

 

და არა ის, რაც „ოცნებას“ უნდა - ჰყავდეს 90 მონა და დანარჩენებს ეუბნებოდნენ, შემოდით და ამ მონებს დაექვემდებარეთო" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები