პოლიტიკა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი საქართველოს ეწვია

06.04.21 11:00


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი თბილისშია.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თბილისის ურთიერთობები სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან და კონფლიქტის დაძლევის მექანიზმები - ეს ის საკითხებია, რაზეც კლაარი პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე ისაუბრებს. „ქრონიკასთან“ საუბარში კლაარმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სოხუმში გამგზავრებასაც გეგმავს.

 

„ვიზიტის მიზანია კონფლიქტებზე საუბარი. ეს ეხება ურთიერთობებს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და მოსკოვს შორის. დღესვე, დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები.

ჩვენი ვიმსჯელებთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივად მუშაობა კონფლიქტების დასაძლევად.

ხუთშაბათს მე სოხუმშიც გავემგზავრები“, - აღნიშნა კლაარმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები