პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არც ამ ეტაპზე და არც იმ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილთან არანაირი დაპირისპირება არ იქნება, გპირდებით

07.04.21 11:30


არც ამ ეტაპზე და არც იმ ეტაპზე, არანაირი დაპირისპირება არ იქნება, ამას გპირდებით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ამ ეტაპზე დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

 

ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას სპეკულაცია უწოდა მოსაზრებებს, რომ ის შესაძლოა, პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს და რომ მმართველი პარტია შესუსტდა.

 

„არის სპეკულაციები და ეს სპეკულაციები პირდაპირ დაკავშირებულია IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან. ამ კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე იყო. უნდოდათ, რომ ეს კვლევა რაიმენაირად გადაეფარათ და ასეთი რამ მოიფიქრეს, რაც წმინდა წყლის სპეკულაციაა. რაც შეეხება გუნდს, გუნდში ფუნქციები მკაფიოდ არის გადანაწილებული და ამ კუთხით ცვლილება მომავალში არ იგეგემება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები