პოლიტიკა

გადადგეს ტიკარაძე - ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება

07.04.21 14:30


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსამძიმრებს ენგურის ხიდზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს.


ასევე, როგორც პარტიის წარმომადგენელმა მანუჩარ ახალაიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, მომხმდარ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, ვინაიდან საკუთარი მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებენ.

 

„ცოტა ხნის წინ, შემზარავი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია - გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს 4 მოქალაქე, რომელიც ენგურზე გადმოსვლას ცდილობდა, დაიღუპა. ოთხივე მათგანის ცხედარი ნაპოვნი, ერთ-ერთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს.

 

ესაა დიდი ტრაგედია და ხაზგასმით ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

 

1 წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილია და გალის რაიონის ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე იზოლაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიეღოთ ზომები, რათა მოძრაობა გახსნილიყო და ეს გაუგებარი კარანტინიც გაუქმებულიყო, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და ტრაგედიაც მივიღეთ.

 

საზღვრებს უხსნიან პოზნერს, გავრილოვს და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან პროდუქტების, მედიკამენტების შესაძენად გადმოდიან, უკეტავენ გზებს.

 

ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრიცაა“ - აღნიშნა ახალაიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები