პოლიტიკა

კახა კუჭავა - ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა მოვისმინოთ, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებზე

16.04.21 14:00


ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციაა, რომ სურთ, საქართველო იხილონ ძლიერი და იხილონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ სენატორებთან, ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ დეტალს, რომელიც სენატორებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, მოვისმინოთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი პოზიცია. მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი. მათ სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ მთავარ გზაზე ვდგავართ და ამ კუთხით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც განსაკუთრებით ხელისუფლება იღებს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოისმინონ. ყველა იმ დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონალურ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ვიმედოვნებთ, ისე როგორც ისინიც გამოხატავენ ამ პოზიიციას, ეს არის პრობლემები რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს. მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს. სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს და დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კუჭავამ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები