პოლიტიკა

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, პიკში ვართ შესული - გამყრელიძე

05.05.21 14:40


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა მესამე ტალღის პიკშია შესული. გამყრელიძის განმარტებით, დღევანდელი ტესტირების შედეგები უქმე დღეებზე დაგროვილი მაჩვენებლებია, თუმცა, ამის მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია:


"ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000, რაც არის დღეს, ეს გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო.

 

ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა.

მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი", - განაცხადა გამყრელძემ "მთავარი არხის" ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები