პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვინდა გერმანიას ვთხოვოთ მეტი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე ნატოში ინტეგრაციის კუთხით

05.05.21 16:20


გვინდა, გერმანიას ვთხოვოთ მეტი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე ნატოში ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„გერმანიას განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის ამ სფეროში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მათი მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა იქნება საქართველოს პერსპექტივის მიმართ. ჩვენი ამოცანაა გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.ამ მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი. გვექნება საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ამბიციურ გეგმაზე 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს იქნება ჩვენი შეხვედრების ძირითადი განსახილველი თემები. ჩვენთვის გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, გამომდინარე ამ ქვეყნის როლიდან ევროკავშირსა და ნატოში. გერმანია ჩვენი გამორჩეული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და გვინდა ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები