პოლიტიკა

პარლამენტის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinophram-ის ვაქცინით იცრებიან

06.05.21 14:00


საქართველოს პარლამენტის წევრები ვაქცინაციაში ჩაერთნენ. დეპუტატები აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით იკეთებენ. მათ შორის არიან ნინო წილოსანი, ქეთი დუმბაძე, რიმა ბერაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ტალიაშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ.

 

პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო. მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები