პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეების შერჩევის პროცესში ისე ვმოქმედებთ, როგორც კონსტიტუციაში წერია და სამართლის უზენაესობა მოითხოვს

30.06.21 13:20


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე არაფერი წერია.

 

მისი შეფასებით, პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

 

„მოსამათლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე ვიღებთ. დოკუმენტში ამ პროცესის შეჩერების მსგავსი არაფერი წერია.

არავითარ დარღვევას არ ვაკეთებთ, ისე მივდივართ, როგორც კონსტიტუციაში წერია და სამართლის უზენაესობა მოითხოვს. საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია, ამას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის მოსამართლეები. რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ სასამართლო პოლიტიკური შემადგენლისგან და სხვადასხვა ინტერესისგან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

 

წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები