პოლიტიკა

ჩარკვიანი ვაშაძეს: გიორგი, ვერ გცნობ – შს მინისტრის გადადგომა კი არა პრემიერის გადადგომაა მოსათხოვი!

05.07.21 18:00


გიორგი, ვერ გცნობ, – შს მინისტრის გადადგომა კი არა პრემიერის გადადგომაა მოსათხოვი! – ასე მიმართა “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

 

“ახლა ხდება რაღაც ბანდების თარეში. აქ არაფერ შუაში ლგბტ არ არის, ეს ის არის, რუსული ვექტორი რომ დავისვით გვერდით. გადაბარება მიმდინარეობს ყველაფრის ერთი სული ჰქონდათ გაეროსთან მისულიყვნენ და დაეძახათ, რომ აქედან წადითო.

საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე.

შევიკრიბოთ დეპუტაცია და განცხადება გავაკეთოთ მთავრობის გამოცვლაზე და გარეთ გამოვიდეთ, ვინაიდან მავნებელი ოლიგარქი შუშის სასახლიდან, საქართველოს გადაბარებას უპირებს. ნუ მიაცივდით სკამებს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები