პოლიტიკა

დენიელ ჰოლტგენი - სახელმწიფომ უნდა დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება

06.07.21 10:30


საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის, დენიელ ჰოლტგენისა და ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე.

 

„ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21-ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – აცხადებს დენიელ ჰოლტგენი.

 

„ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21-ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები“, – აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები