პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს

21.07.21 15:20


კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და შესაბამისად ის იქნება შემდეგ წლებშიც და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

"თბილისმა იგრძნო, რას ნიშნავს მზრუნველი მერი. ეს იგრძნობა გარემოზეც.

მაგალითისთვის იცით, რომ ჰაერის დაბინძურება ქალაქში 25 პროცენტით არის შემცირებული. ვხედავთ იმასაც, თუ როგორ იმატებს გამწვანებული სივრცეები თბილისში, როგორ გადაეწყო სატრანსპორტო სისტემაც. ეს ის საკითხებია, რაც ხილულია თვალით და კიდევ ბევრი რამ არის კომუნიკაციების გამართვის კუთხით გაკეთებული, რასაც ასე ზედაპირულად თვალით ვერ ვხედავთ. ამიტომ, კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და შესაბამისად, ის იქნება შემდეგი წლებიც და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები