პოლიტიკა

ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ

18.08.21 12:40


პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც არიან ჩართული. დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.


მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის – 64%, მათ შორის რევაქცინირებული – 4523, რაც 48%-ს შეადგენს.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები