პოლიტიკა
18.08.21 13:20
სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.
„ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, იმიტომ, რომ მე მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება. ჩვენმა ხალხმა გამოსცადა მჩაგვრელი ხელისუფლის, მჩაგვრელი ძალის ხელწერა, რომელიც საკუთარ ხალხს უწყობდა ტერორს. ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში, 8-9 წლის წინ ხდებოდა აქ, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო მშვიდად გადაადგილება, ერთმანეთთან თავისუფლად საუბარი.
კარგად გახსოვთ ყველას, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი. საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, სააკაშვილის დროს. მაფიოზური, კლასიკური გაგებით - 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა და გადაწყვეტდა - ამას დახვრეტა, ამას - დაჭერა, ამას გაკულაკება, კონფისკაცია ბიზნესის. ათასობით ადამიანი დაზარალდა - ჩამოართვეს ოჯახებს ბიზნესები, სახლები, მშობლები დაუხოცეს და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ციხეებში - ადამიანების გაუპატიურება, ჩაგვრა, საშინელი უთანასწორობა და უსამართლობა.
ასეთმა უღირსმა ადამიანებმა არ იციან, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსებით გამოვირჩევით. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ერი. მტკიცე და გაუტეხელი.
ჩვენ ვართ ანწუხელიძეების და ჩვენი გმირების ქვეყანა და როცა ასე ექცევი საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხი პასუხს გაგცემს. ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ - ყოველთვის, ყოველ დღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით, იმიტომ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული, თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია მეგობრებო და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24