პოლიტიკა

ნიკა მელია - ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული

18.08.21 14:40


ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მელია აღნიშნავს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცხეთაში, ზაალ უდუმაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში გამარჯვება იზეიმონ.

 

„დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. აქ, მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს.

 

მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს.

მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული.

ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას“,- აღნიშნავს მელია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები